ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ოფიციალურად - ბექა ვაჩიბერაძე "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
"ტორპედო" თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება, რომ 26 წლის ნახევარმცველი ბექა ვაჩიბერაძე მათ გუნდში ითამაშებს.

ვაჩიბერაძე ოდესის "ჩერნომორეცის" კაპიტანია, მაგრამ უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის გამო, უეფამ ლეგიონერებს 30 ივნისამდე სხვა გუნდებში თამაშის უფლება მისცა.

ბექა ვაჩიბერაძის მამა, ზაზა ვაჩიბერაძე ადრე "ტორპედოს" თავდამსხმელი იყო.