ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

თბილისის "დინამომ" ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" გვერდმა გვაუწყა, რომ კლუბმა 27 წლის ჰოლანდიელი მცველი ფაბიან სპორკსლეიდი გაიფორმა.

27 წლის ფეხბურთელი ამსტერდამის "აიაქსის" აღზრდილია და კარიერაც ამ გუნდში დაიწყო.

ცოტა ხნით "ვილემ II"-სა და "ლუპა კასტელიში" ასპარეზობის შემდეგ კი, რამდენიმე სეზონი "ბრედას" და ბოლოს "ვალვაიკის" ღირსებას იცავდა.

ფეხბურთელსა და "დინამოს" შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

აქვე გეტყვით, რომ თბილისელთა რიგებში ითამაშებს მარტვილის "მერანის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ლევან წოწონავაც. მანაც დედაქალაქელებთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

გუშინ კი თბილისის "დინამო" ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა.

"ჩვენი კლუბი 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა.
გუნდთან არსებული ხელშეკრულება გიორგი კუხიანიძეს, ნოდარ ქავთარაძეს, გიორგი ზარიას, ივან ტრუბოჩკინს და როდნი კლოუსტერს ამოეწურათ. "დინამო თბილისი" მადლობას უხდის ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ კარიერაში", - წერს საიტი.