ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს

AutoSharing Option
როგორც იცით "რუსთავს" ვარლამ კილასონიას ნაცვლად უჩა სოსიაშვილი გაწვრთნის.

მის სამწვრთნელო შტაბში იქნებიან თამაზ სამხარაძე და გიორგი გაბიდაური, ვისაც სხვადასხვა დროს საქართველოს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებში უთამაშია.

სამწვრთნელო შტაბში ადგილი შეინარჩუნა არმაზ ჯელაძემ.

მთავარი სიახლე კი ის არის, რომ 'რუსთავში' კონსულტანტის თანამდებობაზე იმუშავებს საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ იგი ამ სეზონში ფოთის 'კოლხეთის' თავკაცად დაინიშნა, მაგრამ ზღვისპირა გუნდში მისი მოღვაწეობა ხანმოკლე აღმოჩნდა.

lelo.ge

alt"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი