"თითქმის გადაწყვეტილია, ეროვნული ლიგის ფეხბურთელი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში გადავა"

AutoSharing Option
დიდი შანსია, ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში გადავიდეს. ამის შესახებ Sportall.ge-ს "სმარტბალ სპორტს მენეჯმენტის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიხეილ ხუციშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული სააგენტო კიდევ ერთი ეროვნული ლიგის ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს, რომელიც ასევე თითქმის გადაწყვეტილია, რომ ევროპულ გუნდში გადავა.

"ახლა ესპანეთში ვართ და პლეი-ოფის თამაშებს ვესწრებით. პარალელურად, 2-3 ტრანსფერზე ვმუშაობთ, რომელიც თითქმის გადაწყვეტილია.

დიდი ალბათობით, ეროვნული ლიგის ორ ფეხბურთელს მალე ევროპაში წავიყვანთ.

ერთ-ერთ მათგანზე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დიდი დაინტერესებაა და თითქმის გადაწყვეტილია, რომ ეს ფეხბურთელი პორტუგალიის უმაღლესი ლიგის გუნდში
გადავა.

მეორე მოთამაშეზე დამატებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ისიც ევროპულ გუნდში გვინდა წავიყვანოთ და ესეც თითქმის გადაწყვეტილი ამბავია. ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს.

პარალელურად, სხვა ტრანსფერებზეც ვმუშაობთ. კიტეიშვილის ტრანსფერი "სარაგოსაში"? ინტერესი არის და მალე გაირკვევა ყველაფერი. ჯერ კი კონცენტრაცია პლეი-ოფებზეა გადატანილი", - აღნიშნა ხუციშვილმა.

altmarca: პაპუნაშვილი "ნუმანსიას" კოშმარი იყო, არდანიშნულ თერთმეტმეტრიანზე ესპანური პრესის აზრი ორად გაიყო

alt"სარაგოსამ" ლა ლიგისკენ ნაბიჯი გადადგა, პაპუნაშვილს ნაღდი პენალტი არ დაუნიშნეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
კველაფერში HამორHენილები როგორ უნდა ვიკოტ
gaza
17:33 07-06-2018
0
კარგი რა,დალოცვილებო,რა არის ახლა ეს?სადღაც,რაღაც,როგორღაც,ვიღაცის რაღაცა,რაღაცნაირად.ბოლოს ჭორაობაც აღარ გამოდის.
სოსო
16:17 07-06-2018
0

სიახლეები პოპულარული