ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

მარტვილის "მერანმა" უკრაინელი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მარტვილის "მერანმა“ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. "მერანის“ ღირსებას უკრაინელი ფეხბურთელი ტარას პუჩკოვსკი დაიცავს.

პუჩკოვსკი ამპლუით თავდამსხმელია და უკრაინის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი გახლდათ, რომელმაც უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრებში 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება საკლუბო კარიერას, კლუბის ახალწვეული ლვოვის "კარპატში“, "ვერესში“ და ბოლოს "პოლტავის“ კლუბში ირიცხებოდა.

23 წლის ფორვარდი უკვე მარტვილის გუნდთან ერთად ვარჯიშობს. როგორც მოგეხსენებათ, "მერანის" რიგებში უკვე ირიცხება ერთი უკრაინელი შემტევი სერგეი ტრეტიაკის სახით, რომელიც წინა წელს კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ასე რომ, "მერანი" ახალ სეზონში
უკრაინული ტანდემით შეუტევს.
ასევე დაგაინტერესებთ