ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ფოთის "კოლხეთში" გელა სანაიას ალექსანდრ შტელინი შეცვლის?

AutoSharing Option
გელა სანაიამ ფოთის "კოლხეთი" 25 აგვისტოს დატოვა. მას შემდეგ გუნდში მის შემცვლელს ელიან, მაგრამ საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა.

გორის "დილასთან" გუნდი ნუგზარ თვარაძემ დამოძღვრა, მაგრამ თავად თქვა, რომ ამ პოსტზე დროებით მუშაობდა და უახლოეს დღეებში გუნდში ახალ თავკაცს ელოდნენ.

"ლელო" წერდა, რომ ფოთელთა დირექტორმა თემურ ბარქაიამ ფეხბურთელები 31 აგვისტოს, 17 საათზე დაიბარა. ელოდნენ, რომ სწორედ ამ დღეს წარადგენდნენ სანაიას სრულფასოვან შემცვლელს, მაგრამ...

არსებული ინფორმაციით, კოლხების ხელმძღვანელობამ მოლაპარაკება დაიწყო უკრაინელ მწვრთნელთან. გავრცელდა ხმები, თითქოს ფოთურ კლუბს ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი მთავარი მწვრთნელი
ალექსანდრ შტელინი
ჩაიბარებდა, რომელიც ბოლოს ლიეჟის (ბელგია) "სტანდარდის" სარეზერვო გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

მაგრამ კლუბის დირექტორსა და ფეხბურთელებს შორის დაანონსებული შეხვედრა არ შედგა და შტელინზე ინფორმაციაც ჯერ არ დადასტურებულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"