საბურთალო-სამტრედია 1:1 - ზავი ჩემპიონთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოქმედი ჩემპიონი პირველ ტაიმში საკუთარ თავს არ ჰგავდა. "საბურთალომ" შეხვედრა ძალიან კარგად დაიწყო და პირველ ტაიმში სახიფათოდაც უტევდა. შედეგად, მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს.

მეორე ნახევარში "სამტრედიამ" თამაში გამოასწორა და უპირატესობას დაეუფლა. ლოგიკურიც იყო, გია ცეცაძის გუნდმა ანგარიში რომ გაათანაბრა.

მაგრამ მეტი ვერც სტუმრებმა შეძლეს და ვერც მასპინძლებმა. დაბალ ტემპში მიმდინარე შეხვედრაში შეტევების ორგანიზება ორივე გუნდს უჭირდა და საბოლოოდ, ფრე ლოგიკური შედეგი იყო.

მატჩის სტენოგრამა
2' - ინტერს გის გადაცემის შემდეგ კარში ნიკა საბანაძემ დაარტყა და ააცილა.
5' - მიზანს ასცდა გიორგი
ხარაიშვილის შორეული "გასროლაც".
17' - დავით რაჟამაშვილი საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ცუდად დაარტყა და მეკარე ლაზარე კუპატაძეს ვერ აჯობა.
19' - გოლი! თბილისელთა შეტევა. ლაშა შინდაგორიძის ფლანგური გადაცემა დავით ვოლოკოვმა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა - 1:0.
31' - გიორგი მჭედლიშვილის ფლანგური პასი. საჯარიმოში გახსნილ საბანაძეს ჯერ მცველი ეღობება, შემდეგ დარტყმას მეკარე კუპატაძე იგერიებს. საბურთალო" გადარჩა.
34' - ორჯერ სახიფათოდ შეუტია თორნიკე თარხნიშვილმა და მიზანს ვერ მიაღწია.
45+3' - კუთხურის შემდეგ კარის წინ მყოფმა დავით ვოლკოვმა ნიკა საბანაძის თავური ხაზიდან გამოიტანა, დამატებაზე კი კუპატაძემ ბალდეს ახლოდან აუღო და გუნდი გადაარჩინა.
52' - გოლი! ჯარიმა გია მანჯგალაძემ შეასრულა. ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი საბანაძემ ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
75' - თემურ მარკოზაშვილი თედორე გრიგალაშვილთან ბრძოლაში საჯარიმოში წაიქცა და სტუმრები პენალტს ითხოვდნენ.
86' - რაჟამაშვილის შორეულ დარტყმას კუპატაძე ადგილზე დახვდა.

ეროვნული ლიგა. XXIII ტური
19.08. თბილისი. "დავით პეტრიაშვილი" 
საბურთალო-სამტრედია 1:1
გოლები: 1:0 ვოლკოვი (19. შინდაგორიძის პასით), 1:1 საბანაძე (52)
საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე - იაშვილი, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი (68. ნადარაია) - მამუჩაშვილი, თარხნიშვილი - შინდაგორიძე (46. თედ. გრიგალაშვილი), ხარაიშვილი, ვოლკოვი - მუიეცი (57. ჩაბრაძე).
სათადარიგოები: გოშაძე, ბიძინაშვილი, იმნაძე, ტერა
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, სანდოხაძე (15. გოგიაშვილი), კასრაძე, ბალდე - გ. მანჯგალაძე (74. ჯიქია), დათუნაიშვილი - რაჟამაშვილი, მარკოზაშვილი, საბანაძე - გი.
სათადარიგოები: ი. სტურუა, მთივლიშვილი, ა. ნინუა, ახალაძე, ბურკაძე
მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე
გაფრთხილებები: ლაკვეხელიანი (11), თარხნიშვილი (70), რაჟამაშვილი (78), მარკოზაშვილი (82), ნადარაია (85), გოგიაშვილი (90+3)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.

მომდევნო ტური
25 აგვისტო, პარასკევი
ჩიხურა-საბურთალო 17:30
შუქურა-ლოკომოტივი 20:00

26 აგვისტო, შაბათი
სამტრედია-ტორპედო 17:30
დინამო (ბთ)-დინამო (თბ) 20:00

27 აგვისტო, კვირა
დილა-კოლხეთი 20:30

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 18
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 12
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11
ბ. არაბული (დინამო თბ) 11
მ. კოვტალიუკი (კოლ/დინ თბ) 10.

სერგო კორძაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 4 /
ar gindat ra ra msaji ris msaji arari cels samtredia dzlieri ega msajebi iket exmareba samtredias tu akvirdebit msajebi ro ar exmarebodes samtredias mesameze ki ara mexuteze ikneboda ase rom samtredias gaxleba shirdeba bevr adgilebze normaluri sahvalo fegburtelebi isetebi ara tavhi ro moiyvanes nayarmuyareba da exla uhveben tore cels 10 nuls cavagebt evropaze da ubralod sircxvilia droze unda hvela samtredis gunds hemi azrit tu gvinda rames mivaxciot
ar gindat
17:02 21-08-2017
0
გაასწორეთ ეს დედააფეთქებული ვიდეო პლაგინი 1) რატომაა რომ ავტომატურად ეშვება საიტის გახსნისას 2)რატომაა რომ ხმა მაქსიმუმზეა დაყენებული
ავტომატურად მუდამ, დავუკლებთ ხმას და თუ 1 წამითაც წინ რომ გადავახვიოთ ისევ მაქსიმუმზე მიდის, გასკდა ყურები.არ შეიძლება რომ ადამიანურად გააკეთოთ? ან ეს კიდევ რა უბედურებაა რომ 30 ქულით ჩიხურა მეხუთე ადგილზეა ხოლო საბურთალო 33-ით მეექვსზე?
ბიძიაბაბუა
15:37 21-08-2017
0

სიახლეები პოპულარული