ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგა. XXIII ტური: თბილისის "დინამომ" "ჩიხურას" 5 უპასუხო გოლი გაუტანა

AutoSharing Option
20 აგვსიტოს ეროვნული ლიგის XXIII ტურის ბოლო მატჩი გაიმართა.

თბილისის "დინამომ" "დინამო არენაზე" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

პირველი გოლი 34-ე წუთზე თორნიკე გრიგალაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა. 53-ე და 55-ე წუთზე აკაკი შულაიამ და ბექა მიქელთაძემ "დინამოს" უპირატესობა 3-მდე გაზარდეს.

69-ე წუთზე ლაშა ჩიკვაიძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო "ჩიხურა" მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა. ამის შემდეგ მასპინძლებმა კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს. 74-ე წუთზე მიქელთაძემ დუბლი გაიფორმა.

82-ე წუთზე ლაშა ქოჩლაძემ მეხუთე გოლი "დინამოს" სასარგებლოდ და შეხვედრას საბოლოო წერტილი
დაუსვა.