ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგა. XXIII ტური: "საბურთალო" და "სამტრედია" დაზავდნენ

AutoSharing Option
19 აგვისტოს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XXIII ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე "საბურთალომ" მოქმედ ჩემპიონ "სამტრედიას" უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

საბურთალოელები დავით ვოლკოვის მიერ მე-19 წუთზე გატანილი გოლით იგებდნენ, თუმცა სტუმრებმა მეორე ტაიმში გათანაბრებმა ნიკა საბანაძის (52) გოლით მოახერხეს.

დღესვე მოგვიანებით ტურის კიდევ ერთი მატჩი დასრულდება - ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "ტორპედო" გორის "დილას" მასპინძლობს. შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე ტარდება.

- ეროვნული ლიგა. XXIII ტური: ბათუმის "დინამომ" "შუქურას" სძლია