ეროვნული ლიგა. XXIII ტური: "საბურთალო" და "სამტრედია" დაზავდნენ

AutoSharing Option
19 აგვისტოს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XXIII ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე "საბურთალომ" მოქმედ ჩემპიონ "სამტრედიას" უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

საბურთალოელები დავით ვოლკოვის მიერ მე-19 წუთზე გატანილი გოლით იგებდნენ, თუმცა სტუმრებმა მეორე ტაიმში გათანაბრებმა ნიკა საბანაძის (52) გოლით მოახერხეს.

დღესვე მოგვიანებით ტურის კიდევ ერთი მატჩი დასრულდება - ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "ტორპედო" გორის "დილას" მასპინძლობს. შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე ტარდება.

- ეროვნული ლიგა. XXIII ტური: ბათუმის "დინამომ" "შუქურას" სძლია
მკითხველის კომენტარები / 2 /
სამტრედიისათვის ეს ფრე იყო წაგების ტოლფასი,რადგან ჩემპიონობის შენარჩუნების პერსპექტივები სულ უფრო სუსტი რჩება.
დინამოსთან აგებდნენ და ბოლო წუთებზე გადარჩნენ,საბურთალოსთანაც აგებდნენ და შემდეგ გადარჩნენ.
გაშვებული გოლი მჭედლიშვილის სინდისზეა.
ტორპედოსთან მომდევნო მატჩი არის ბედისწერის, თუ წააგო სამტრედიამ,საბოლოდ დაკარგავს შანსს. ამას ისიც ემატება რომ ამ წლის 4 მატჩიდან მხოლოდ 1 სუპერთასის მოიგო სამტრედიამ ხოლო 2 ჩემპიონატის და ერთი თასის მატჩი კი წააგო.
მომდევნო წაგება საერთოდ უმაყურებლოდ დატოვებს ამ კლუბს.
Guadua
10:21 21-08-2017
0
პენალის დანიშვნაზე რაიმე სანქცია ხომ არაა დაწესებული ფედერაციის მიერმსაჯების მიმართ?
სანდრო
09:25 21-08-2017
0

სიახლეები პოპულარული