დინამო (ბთ)-სამტრედია 0:1 - მოიგო იმან, ვისაც მეტად გაუმართლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სამტრედიამ" ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო. ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ორ შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, გია ცეცაძის გაწვრთნილი გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და თამაშს თამაშზე იგებს. თანდათან უმატებენ ახალწვეული ლეგიონერებიც...

ამ თამაშამდე ზედიზედ ორი გამარჯვებით მივიდა ბათუმის "დინამოც", მაგრამ აჭარული კლუბი შინ დამარცხდა და ხასიათი წაიხდინა. ვინძლო, მასპინძლების წაქცევა სტუმრებს უფრო მეტად გასჭირვებოდათ, მათ რიგებში ოთარ მარცვალაძეს, ირალოსლავ კვასოვსა და ნიკა მგელაძეს რომ ეთამაშათ...

შეხვედრაში საუკეთესო კი ნიკა საბანაძე გახლდათ და ლოგიკურია, რომ გამარჯვების გოლიც მას ეკუთვნის. გიული მანჯგალაძის კუთხურის შემდეგ მან მძლავრი
თავურით აიღო მოწინააღმდეგის კარი. საბანაძე ზოგადად კარგ ფორმაშია და შაბათსაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე.

გავიხსენოთ ინტერს გის მომენტიც, ბათუმელთა ახალგაზრდა კიპერმა ლევან შოვნაძემ (მთლიანობაშიც ძალიან დამაჯერებლად ითამაშა) რომ გაანეიტრალა. "დინამოს" ყველაზე სახიფათო მცდელობა კი შეტევაში ჩართული დავით კვირკველიას ძალიან სახიფათო დარტყმა იყო, მაგრამ მეკარე ომარ მიგინეიშვილი ფეხით მისწვდა ბურთს...

თამაშმა გვიჩვენა, რომ მოიგო იმან, ვისაც მეტად გაუმართლა. ვერავინ იტყვის, რომ ცეცაძის გუნდმა ეს შეხვედრა დაუმსახურებლად მიიყვანა გამარჯვებამდე. ისიცაა, ბათუმელებს საგოლე მომენტები უფრო ყაირათიანად რომ გამოეყენებინათ, ანგარიში იქნებ სხვანაირიც ყოფილიყო...

მატჩის სტენოგრამა
13' - დავით ჯიქიას დარტყმა ბათუმელთა კარს ასცდა.
15' - ნიკა საბანაძისა და ჯიქიას კომბინაცია, რომელიც ამ უკანასკნელის მიერ არაზუსტი დარტყმით დასრულდა.
19' - არჩილ ტვილდიანის შესანიშნავი პასი და ელგუჯა გრიგალაშვილმა ოდნავ ააცილა ბურთი ომარ მიგინეიშვილის კარს.
22' - გიორგი მჭედლიშვილის დარტყმას სიზუსტე ოდნავ დააკლდა.
25' - თემურ შონიას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ელგუჯა გრიგალაშვილმა ასპროცენტიანი საგოლე შანსი გაანიავა - ბურთს ფეხი ააცილა.
40' - მოედანზე გულშემატკივარი გადავიდა, მაგრამ სიტუაცია მალე განიმუხტა.
45' - თემურ შონიამ სახიფათოდ, თუმცა არაზუსტად დაარტყა.
50' - ანზორ სუხიაშვილის დარტყმის შემდეგ "სამტრედია" გადარჩა.
58' - გიული მანჯგალაძის გადაცემა და ნიკა სანდოხაძის დარტყმა - ლევან შოვნაძე ბურთს ადგილზე ხვდება.
69' - 0:1! გიული მანჯგალაძის კუთხური და ნიკა საბანაძის შედეგიანი თავური. "სამტრედია" დაწინაურდა.
71' - დავით კვირკველიას დარტყმის შემდეგ მიგინეიშვილმა ურთულესი ბურთი მოიგერია.
90' - დავით რაჟამაშვილს უპირატესობის განმტკიცება შეეძლო, მაგრამ დიდებული შანსი გააფუჭა.

საქართველოს ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. XXI ტური
06.08. ბათუმი. "რაგბი არენა"
დინამო (ბთ)-სამტრედია 0:1
გოლი: 0:1 საბანაძე (69)
დინამო (4-2-3-1): შოვნაძე - ტვილდიანი, ფარტენაძე, კვირკველია, სუხიაშვილი - არზიანი (75. ვარშანიძე), შონია - ე. გრიგალაშვილი, ვ. თევდორაძე, ჩოგაძე - კვანტალიანი (84. კეკუა).
სათადარიგოები: ტაკიძე, ბ. მახარაძე, დიასამიძე
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, ბალდე - დათუნაიშვილი, გ. მანჯგალაძე (90. გოგიაშვილი) - ჯიქია (66. მარკოზაშვილი), გი, რაჟამაშვილი - საბანაძე.
სათადარიგოები: სტურუა, მთივლიშვილი, ახალაძე, ბურკაძე, სამუშია
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: ე. გრიგალაშვილი (79), ბალდე (79), გ. მანჯგალაძე (82)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დინამო (თბ) 21 16 1 4 54-15 49
2. ტორპედო 21 13 5 3 31-14 44
3. სამტრედია 21 13 3 5 33-21 42
4. ლოკომოტივი 21 9 3 9 35-29 30
5. ჩიხურა 21 9 3 9 28-33 30
6. საბურთალო 21 9 2 10 29-27 29
7. დინამო (ბთ) 21 7 2 12 17-26 23
8. დილა 21 5 7 9 24-31 22
9. კოლხეთი 21 4 7 10 18-35 19
10. შუქურა 21 1 5 15 16-56 8

მომდევნო ტური
10 აგვისტო, ხუთშაბათი
დილა-საბურთალო 20:30

11 აგვისტო, პარასკევი
ლოკომოტივი-ტორპედო 18:00

12 აგვისტო, შაბათი
სამტრედია-დინამო (თბ) 18:00

13 აგვისტო, კვირა
ჩიხურა-დინამო (ბთ) 18:00
შუქურა-კოლხეთი 20:00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგარ ფორმაშია სამტრედია საგოლ გია ცეცაძეს
jjjjjj
16:18 07-08-2017
2
ყელზე გადგათ სამტრედია, მაგრამ დაგახრჩობთ რომ იცოდეთ ....
კახა
14:07 07-08-2017
3

სიახლეები პოპულარული