ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგა. XXI ტური. ჩემპიონმა წარმატებული სვლა ბათუმში განაგრძო

AutoSharing Option
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, "სამტრედიამ", ევროვნულ ლიგაში ზედიზედ მე-5 თამაში მოიგო.

გია ცეცაძის გუნდი, 21-ე ტურში, იმ ბათუმის "დინამოს" ეწვია, რომელთანაც ბოლო 2 შეხვედრა მშრალად ჰქონდა მოგებული. ბათუმელებს, თავის მხრივ, მე-3 წრის ორ თამაშში 6 ქულა ჰქონდათ აღებული.

"სამტრედიამ" ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მე-5, ბათუმის "დინამოსთან" კი ზედიზედ მესამე თამაში ნიკოლოზ საბანაძის ერთადერთი გოლით მოიგო. სტუმართა მე-10 ნომერმა, 69-ე წუთზე, კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი შედეგიანად დაუხვედრა.

"სამტრედია", 21 ტურში მოპოვებული 42-ე ქულით, მე-3 ადგილზეა, ხოლო "დინამო", 23 ქულით, მე-7 პოზიციას იკავებს.