ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგა. XX ტური: ბათუმის "დინამომ" გორში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
დღეს, 30 ივლისს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ლიგის მე-20 ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივმა "დილამ" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და მნიშვნელოვან შეხვედრაში ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ანგარიში ამ შეხვედრაში მასპინძლებმა გახსნეს - მე-7 წუთზე საჯარიმო დარტყმით გორელები წინ პედრინიომ გაიყვანა. მე-40 წუთზე შორიდან დაარტყა თეიმურაზ შონიამ, რომლის დარტყმული გორელთა მცველს მოხვდა და... 1:1!

მატჩის საბოლოო ანგარიში კი 71-ე წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა დააფიქსირა.

ბათუმელებს ამ გამარჯვებით 23 ქულა დაუგროვდათ და მეშვიდე ადგილზე არიან. "დინამო" ცხრილში სწორედ "დილას" დაეწია, რომელიც
ახლა უკვე 22 ქულით ცხრილში მერვეა.