ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 2

ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "ნორჩი დინამო" წინ მიიწევს

AutoSharing Option
30 აპრილს ეროვნული ლიგა 2-ის IX ტურის ერთი მატჩი გაიმართა.

თბილისში, "შატილის" სტადიონზე "ნორჩი დინამო" "ვიტ ჯორჯიას" შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-9 წუთზე კახაბერ კაკაშვილმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლებისთვის ეს ზედიზედ მესამე გამარჯვებაა. ამ მოგებით "ნორჩი დინამო" დროებით მე-2 ადგილზე გადავიდა.

წაგების მიუხედავად კი, "ვიტ ჯორჯია" კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს, თუმცა ეს მცხეთელების პირველი წაგებაა ეროვნულ ლიგა 2-ში.
ასევე დაგაინტერესებთ