ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

19-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი გამართა და კვიპროსი 2:0 დაამარცხა.

23-ე წუთზე ანგარიში ცოტნე ბერელიძემ გახსნა, 81-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში დაჩი ლორთქიფანიძემ დააფიქსირა.

დღეს ამავე ჯგუფში ესპანეთი მოლდოვას შეხვდება.

რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 18 ნოემბერს მოლდოველ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.