ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U21. საზონოვი სიმბოლურში, პირველი სკანდალი და ბათუმით მოხიბლული უეფა [PHOTOS]

AutoSharing Option
საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ტური დასრულდა. ქართველმა ახალგაზრდებმა გაგვახარეს და პორტუგალიელები (2:0) დაამარცხეს. რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფს ლიდერობს და ბელგიელ თანატოლებთან დაპირისპირებისათვის ემზადება - 24 ივნისს, 20:00 საათზე. ბელგიელები პირველ ტურში ნიდერლანდებს (0:0) დაუზავდნენ.

Sportall.Ge

ავტორიტეტულმა სააგენტო Sofascore-მა განვლილი ტურის სიმბოლური ნაკრები გამოავლინა, სადაც ჩვენგან მხოლოდ საბა საზონოვია - მოსკოვის "დინამოს" ცენტრალური მცველი, რომელმაც უშუალო მოვალეობაც კარგად შეასრულა და გოლიც გაიტანა.

Sportall.Ge

21-წლამდელთა პირველობის ოფიციალურმა გვერდმა ბათუმის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასაც შენიშნავთ, რომელიც ჩემპიონატზე არ მონაწილეობს. ზღვისპირეთში
ერთი შეხვედრა უკვე ჩატარდა, ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებმა ჩეხეთი (2:0) დაამარცხა.

Sportall.Ge

პირველ ტურს სკანდალის გარეშეც არ ჩაუვლია, იტალიელებს ფრანგების წინააღმდეგ აშკარა გოლი არ ჩაუთვალეს და ფაქტობრივად, ფრე ხელიდან გამოგლიჯეს (შეხვედრა 2:1 დასრულდა). ვიდეოგამეორების სისტემა არ მოქმედებს და იმედია, მსგავს პრობლემებს მომავალში ავირიდებთ. ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა, გერმანიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ქუთაისში ისრაელის დამარცხება (1:1) ვერ შეძლო, რაც ასევე მოულოდნელი შედეგია.

მეორე ტურს დაველოდოთ!..

altძლიერ მეტოქეს მოვუგეთ, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა - მთავარი გამოწვევა მე-2 ტურის წინ...

altმატჩები ბათუმსა და ქუთაისში - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო, გერმანია ისრაელთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]