U17. საქართველოს ნაკრებმა კიევში ბელორუსი გაანადგურა

AutoSharing Option
საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ვიქტორ ბანიკოვის ტურნირი, რომელსაც კიევი მასპინძლობს, მოგებით დაიწყო. გიორგი ნემსაძის შეგირდებმა პირველ ტურში 4:0 დაამარცხეს ბელორუსი.

საქართველოს ნაკრებში გოლებით ხვიჩა კვარაცხელია (მე-4 წუთი), ზურაბ დავითაშვილი (26), შოთა ნონიკაშვილი (46) და ცოტნე ჩოთალიშვილი (68) გამოირჩნენ.

ჩვენმა გუნდმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
ხარშილაძე, კაპანაძე (თუდები 41), გელაშვილი (ბაქრაძე 70), ნონიკაშვილი (ჭავჭანიძე 57), აზაროვი (ჩარკვიანი 55), კვარაცხელია (ბენდიანიშვილი 61), ჩოთალიშვილი, გულიაშვილი (ჯანგველაძე 41), დავითაშვილი (ლომთაძე 61), მექვაბიშვილი, შალიკაშვილი (ლორთქიფანიძე 55).

ტურნირის მომდევნო მატჩს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები დღეს ჩაატარებს მასპინძელ
უკრაინასთან, რომელმაც პირველ ტურში ესტონეთი 3:1 დაამარცხა.

რაც შეეხება B ჯგუფს: სლოვაკეთმა 2:1 სძლია ლატვიას, ხოლო სლოვენიამ 4:1 მოუგო ისრაელს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული