იტალიის ნაკრები: დე როსი ევროპაზე, მონტოლივო სახლში

AutoSharing Option
ანტონიო კონტემ იმ 23 ფეხბურთელის გვარი დაასახელა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე მიჰყავს. აქამდე, "სკუადრა აძურას" მესაჭე 30 ფეხბურთელს ავარჯიშებდა და შესაბამისად, 7 თამაშგარეში დატოვა.

სანამ საბოლოო შემადგენლობას გავეცნობით, აღვნიშნოთ, რომ განაცხადს მიღმა დარჩნენ დანიელე რუგანი, დავიდე ძაპაკოსტა, მარკო ბენასი, ჯაკომო ბონავენტურა, დავიდე ასტორი, ჟორჟინიო და რიკარდო მონტოლივო. ამ უკანასკნელმა ერთ-ერთ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რაც მისთვის საბედისწერო გამოდგა.

იტალიის საბოლოო სია
მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), სალვატორე სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი), ფედერიკო მარკეტი (ლაციო)

მცველები: ანდრეა ბარძალი (იუვენტუსი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი),
მატეო დარმიანი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), მატია დე შილიო (მილანი), ანჯელო ოგბონა (ვესტ ჰემი, ინგლისი)

ნახევარმცველები: დანიელე დე როსი (რომა), ფედერიკო ბერნარდესკი (ფიორენტინა), ანტონიო კანდრევა (ლაციო), ალესანდრო ფლორენცი (რომა), ემანუელე ჯაკერინი (ბოლონია), დავიდე სტურარო (იუვენტუსი), ტიაგო მოტა (პსჟ, საფრანგეთი), მარკო პაროლო (ლაციო)

თავდამსხმელები: სტეფან ელ შაარავი (რომა), მარტინს ედერი (ინტერი), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), ჩირო იმობილე (ტორინო), გრაციანო პელე (საუთჰემპტონი, ინგლისი), სიმონე ძაძა (იუვენტუსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
წინასწარ ნუ ჩამოვწერთ. რო არ თვლიან ფავორიტად იტალიისთვის უკეთესია,უფრო მშვიდად ითამაშებენ...ბოლო ბოლო ყველა ჩემპიონატზე თითო უსახელო გუნდი შვება რაღაცას და ეს ბოლო ბოლო იტალიაა..
0
ტოტის ვიერის ინძაგის ბაჯოს და დელპიეროს შამშობლოში ძაძაზე უკეთესი ფორმარი არ ყავს. იმიტომაც გარბის კონტე. იცის რომ წარმატებას ვერ მიაღწევს. მე ასე ვიტყვი ჯგუფიდან გასვლა უკვე დიდი წარმატება იქნება
gio123
13:56 01-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული