მარკო როისი ევრო 2016-ის მიღმა - გერმანიის ნაკრების განაცხადი ცნობილია

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ევრო 2016-ისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ საბოლოო განაცხადში არ არის დორტმუნდის "ბორუსიის" ნახევარმცველი მარკო როისი.

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, 27 წლის როისს ტრავმა აქვს. შეგახსენებთ, რომ როისმა ასევე ტრავმის გამო მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი გამოტოვა.

გარდა ამისა, ნაკრების სიიდან ასევე ამოვარდნენ "ჰოფენჰაიმის" მცველი სებასტიან რუდი, "ლევერკუზენის" ნახევარმცველები კარიმ ბელარაბი და იულიან ბრანდტი. ასევე ტრავმის გამო ნაკრებს აკლია დორტმუნდის "ბორუსიის" ნახევარმცველი ილქაი გუნდოგანი.

გერმანიის ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ბერნდ
ლენო (ლევერკუზენი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა)
მცველები: შკოდრანი მუსტაფი (ვალენსია), იონას ჰეკტორი (კიოლნი), ბენედიკტ ჰევედესი (შალკე), მატს ჰუმელსი (დორტმუნდი), ემრე ჯანი (ლივერპული), ანტონიო (რიუდიგერი), ჯერომ ბოატენგი (ბაიერნი)
ნახევარმცველები: სამი ჰედირა (იუვენტუსი), ბასტიან შვაინშტაიეგრი (მანჩესტერ იუნაიტედი), მესუთ იოზილი (არსენალი), იულიან დრაკსლერი (ვოლფსბურგი), ტონი კროოსი (რეალი), ლერუა სანე (შალკე), იულიან ვაიგლი (დორტმუნდი), ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი)
თავდამსხმელები: ლუკას პოდოლსკი (გალათასარაი), ტომას მიულერი (ბაიერნი), ანდრე შიურლე (ვოლფსბურგი), მარიო გიოტცე (ბაიერნი), მარიო გომესი (ბეშიქთაში)

გერმანიის ნაკრების ჯგუფში ევრო 2016-ზე უკრაინა, პოლონეთი და ჩრდილოეთ ირლანდია არიან.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მარკო როისი რა კრიტერიუმით დატოვა იცის ვინმემ? ეეეე გერმანიის მოგება მინდოდა და ამ ნაკრებით ვის უნდა მოუგოს?
გერმანელი
21:51 31-05-2016
0
ვინ არის აქ გერმანელი ზუსტად იცის ვინმემ? გერმანია ხდება მეორე საფრანგეთი, რომელზეც საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა თავის დროზე რომ ის არ არის ვალდებული უგულშემატკივროს გუნდს რომელშიც ფრანგები აღარ თამაშობენ. ევროპა უკვე გლობალში გაიჭრა. ვისი ვიღასაშია ვერ გაიგებ. თუნდაც ბელგია და ჰოლანდიაც იგივე
........
18:33 31-05-2016
0

სიახლეები პოპულარული