ლიტვის ნაკრების მწვრთნელი თანამდებობიდან გადადგა

AutoSharing Option
ლიტვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ პანკრატიევმა ინგლისთან (0:3) ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

"ყველაფერს აქვს დასასრული. ეს არის შესარჩევი ეტაპის დასასრული და ასევე, ჩემი ნაკრებში მუშაობის დასასრული. თანამდებობას ვტოვებ. მადლობა, რომ ნაკრებს მხარს უჭერდით, ნახვამდის", - თქვა პანკრატიევმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

ლიტვის ნაკრებმა E ჯგუფში 10 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილი დაიკავა.

ასევე იხილეთ:
ევრო 2016. ბოლო ტური. E ჯგუფი: შესანიშნავი ათი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული