ევრო 2016. ბოლო ტური. E ჯგუფი: შესანიშნავი ათი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როი ჰოჯსონს წინასწარ ჰქონდა ნათქვამი, რომ ლიტვასთან ექსპერიმენტებს აპირებდა და დანაპირები შეასრულა კიდეც. ინლისელები მინდორზე სრულიად გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდნენ.

მისტერ როი ნერვიულობდა იმაზე, რომ ამან შესაძლოა, ჩვენი უმიწკვლო სტატისტიკა გააფუჭოსო, მაგრამ ჰოჯსონი სულ ტყუილად ნერვიულობდა. აღმოჩნდა, რომ მისი ბიჭები ერთგვარად ექპერიმენტული შემადგენლობითაც ხელშეუხებელნი არიან, ყოველ შემთხვევაში ამჟამად.

ინგლისი როს ბარკლიმ დააწინაურა. "ევერტონის" ნახევარმცველმა რამდენიმე მცველი კარგად ჩამოიცილა და დარტყმაც მშვენიერი გამოუვიდა.

მეორე გოლი არლაუსკისს კი ჩაეწერა, მაგრამ ყველაფერი ჰარი კეინის დარტყმას მოჰყვა და "ტოტენჰემის" თავდამსხმელისთვის პრემიერლიგის გასულ ტურში გატანილი ავტოგოლის
მერე, ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. წერტილი კი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა დასვა მახვილი კუთხიდან ახლო ცხრიანში ძლიერი დარტყმით, მას მერე რაც მას კაილ უოკერმა გაუკეთა კარგი პასი.

შედგა ახალგაზრდა დელე ალის დებიუტი, თამაში ეღირსა დენი ინგსაც და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ყველაფერი კარგად იყო, ინგლისს 10 მატჩიდან 10 მოგებით ბოლომდე ლამაზად უნდა დაესრულებინა შესარჩევი ეტაპი, მაგრამ აგრესიულმა ფანებმა ლიტველ ქომაგებთან ჩხუბი გააჩაღეს და ადგილობრივ სამართალდამცავებს სერიოზული ჩარევა მოუხდათ, ვილნიუსში დიდი შეხლა-შემოხლა იყო.

სხვა რა, შვეიცარია თავს არ იკლავდა და ვერც იგებდა სანამ ესტონელებმა ბოლო წამებზე საკუთარ კარში არ შეაგდეს. შვეიცარიელებს მეორე ადგილი ისედაც გარანტირებული ჰქონდათ. სლოვენიამაც მშვიდად და წყნარად მოუგო სან მარინოს და პლეი ოფის საგზურით დაკმაყოფილდა.

12 ოქტომბერი
ესტონეთი-შვეიცარია 0:1
გოლი: 0:1 კლავანი (90+4-ს.კ-ში)
ესტონეთი (4-4-2): აკსალუ - ტენისტე, იაგერი, კლავანი, პიკი - პური (67. ლინდპერე), მეტსი, ანტონოვი, კალასტე (80. ლუტსი) - ზენიოვი (61. პურიე), ვასილიევი
შვეიცარია (4-2-1-3): ჰიტცი - ლანგი, ჯურუ, ლუსტენბერგერი, მუბანჯე - ჯაკა (80. კასამი), ინლერი - ჯემაილი - შაქირი (46. ემბოლო), მეჰმედი (71. მეჰმედი), დერდიოკი
გაფრთხილება: მეტსი -
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 9-14 (4-3); ბურთის ფლობა: 42%-58%.

ლიტვა-ინგლისი 0:3
გოლები: 0:1 ბარკლი (29), 0:2 არლაუსკისი (35-ს.კ-ში), 0:3 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (62)
ლიტვა (4-2-3-1): არლაუსკისი - ფრიდგეიმასი, მიკუცკისი, კლიმავიჩიუსი, ანდრიუშკევიჩიუსი (82. ვაიტკუნასი) - პანკა, ჟულპა - ნოვიკოვასი (63. პეტრავიჩიუსი), სლივკა, ჩერნიკი - სპალვისი (86. მატულევიჩიუსი)
ინგლისი (4-3-1-2): ბატლენდი - უოკერი, ჯოუნსი, ჯაგიელკა, გიბსი - ბარკლი (73. თაუნსენდი), შელვი, ლალანა (67. ალი) - ოქსლეიდ-ჩემბერლენი - ვარდი, კეინი (59. ინგსი)
გაფრთხილება: სპალვისი, ვაიტკუნასი - შელვი, ვარდი
კუთხური: 1-7; ჯარიმა: 10-7; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 5-22 (1-13); ბურთის ფლობა: 41%-59%.

სან მარინო-სლოვენია 0:2
გოლები: 0:1 ცესარი (54), 0:2 პეჩნიკი (75)
სან მარინო (5-4-1): ა. სიმონჩინი - ვალენტინი (73. დელა ვალე), ბროლი, დ. სიმონჩინი, პალაცი, ბატისტინი - გასპერონი, ჰირში, კიარუცი, ვიტაიოლი (90+1. მაცა) - სელვა (71. რინალდი)
სლოვენია (4-4-2): ობლაკი - სტრუნა, სამარჯიჩი, ცესარი, იოკიჩი - ბირსა, კურტიჩი, კრჰინი, კირმი (70. ლაზარევიჩი) - ილიჩიჩი (46. პეჩნიკი), ბერიჩი (46. მატავჟი)
გაფრთხილება: გასპერონი, ბროლი - ილიჩიჩი, კურტიჩი
კუთხური: 4-12; ჯარიმა: 9-15; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 5-14 (1-6); ბურთის ფლობა: 34%-66%.

თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 10 10 0 0 31-3 30
2. შვეიცარია 10 7 0 3 24-8 21
3. სლოვენია 10 5 1 4 18-11 16
4. ესტონეთი 10 3 1 6 4-9 10
5. ლიტვა 10 3 1 6 7-18 10
6. სან მარინო 10 0 1 9 1-36 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წავა ევროპაზე და ან ჯგუფში ჩარჩება ან მაქსიმუმ მეოთხედფინალი ითამაშოს. თამაშებს თუ უყურებთ , ძალიან უფანტაზიო ფეხბურთს თამაშობენ, მოთამაშეებიც არ ყავთ მაღალი დონის, უბრალოდ ძალიან სუსტი ჯგუფი შეხვდათ
levan
09:40 13-10-2015
0

სიახლეები პოპულარული