ევრო 2016. IX ტური. E ჯგუფი: შვეიცარია ევროზე, სლოვენიას ლუბლიანაში დაუღამდა [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრები კვლავ 100%-იანია - "უემბლიზე" გუნდმა თეო უოლკოტისა და რაჰიმ სტერლინგის გოლებით მოუგო ესტონეთს - 2:0. ამის მერე, ესტონელებს პლეი ოფის საგზურის მოპოვების მხოლოდ თეორიული შანსიღა შერჩათ.

თამაშამდე ინგლისის ფეხბურთის მამებმა ტრავმირებულ უეინ რუნის "ოქროს ბურთი" გადასცეს ინგლისის ნაკრების რიგებში 50 გოლის გატანისთვის.

შვეიცარიის ნაკრებმა შვიდიდან სამი გოლი პენალტით გაუტანა საბრალო სან მარინოს და შემდეგ დიდებული ამბავი შეიტყო ლუბლიანადან - სლოვენიამ ვერ მოიგო ლიტვასთან, ეს კი შვეიცარიელთათვის საგზურის მომტანი ამბავი გახლდათ.

ვლადიმირ პეტკოვიჩი (შვეიცარია): "გახარებულები ვართ, რომ ევრო 2016-ზე
მივდივართ. ახლა შეგვიძლია უკვე გეგმები დავსახოთ. აღსანიშნავია, რომ სუსტმა გუნდებმაც მოუმატეს და დღეს სან მარინომ ეს დაამტკიცა. პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა, სან მარინო კარს კარგად იცავდა. ჩვენ ჯერ არ ვართ გრანდი, მაგრამ დღეს შესაძლოა, ახალი ერის დასაწყისია შვეიცარიულ ფეხბურთში".

როგორც ვთქვით, სლოვენიამ ვერ მოუგო ლიტვას, ორივე საჯარიმოში ხელბურთს, ორი პენალტი მოჰყვა - 1:1. სლოვენია პლეი ოფში გავა, თუ ქულას მაინც აიღებს სან მარინოსთან, რაც, ალბათ, არ გაუჭირდება. მატჩი მეორე ტაიმში 6 წუთით შეწყდა, განათების პრობლემების გამო.

9 ოქტომბერი
ინგლისი-ესტონეთი 2:0
გოლები: 1:0 უოლკოტი (45), 2:0 სტერლინგი (85)
ინგლისი (4-3-3): ჰარტი - კლაინი, კეჰილი, სმოლინგი, ბერტრანი - ბარკლი (88. ალი), მილნერი, ლალანა (73. ოქსლეიდ-ჩემბერლენი) - უოლკოტი (83. ვარდი), კეინი, სტერლინგი
ესტონეთი (4-4-2): აკსალუ - ტენისტე, იააგერი, კლავანი, პიკი - კალასტე (88. ლუტსი), დმიტრიევი (70. ლინდპერე), მეტსი, ზენიოვი - პურიე (70. პური), ვასილიევი
გაფრთხილება: - პიკი
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 8-14; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 25-5 (8-0); ბურთის ფლობა: 61%-39%.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სლოვენია-ლიტვა 1:1
გოლები: 1:0 ბირსა (45-პენ), 1:1 ნოვიკოვასი (79-პენ)
სლოვენია (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - სტრუნა, ილიჩი, ცესარი, იოკიჩი - კრჰინი, კურტიჩი - ბირსა, ილიჩიჩი (94. მატავჟი), ლაზარევიჩი (80. პეჩნიკი) - ბერიჩი (62. ლიუბიანკიჩი)
ლიტვა (4-4-2): ზუბასი - ფრეიდგეიმასი, ჟალიუკასი (94. მიკუცკისი), კლიმავიჩიუსი, სლავიცკასი - ჩერნიხი (69. ჩესნაუსკისი), პანკა, ჟულპა, ნოვიკოვასი - სპალვისი, სლივკა (76. პეტრავიჩიუსი)
გაფრთხილება: სტრუნა, ლაზარევიჩი - ჩერნიხი, ჟალიუკასი, პანკა,პეტრავიჩიუსი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 16-20; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 19-6 (5-1); ბურთის ფლობა: 64%-36%.

შვეიცარია-სან მარინო 7:0
გოლები: 1:0 ლანგი (17), 2:0 ინლერი (55-პენ), 3:0 მეჰმედი (65), 4:0 ჯურუ (72-პენ), 5:0 კასამი (75), 6:0 ემბოლო (80-პენ), 7:0 დერდიოკი (89)
შვეიცარია (4-1-4-1): ბურკი - ლანგი, შარი, ჯურუ, როდრიგესი (62. მუბანჯე) - ინლერი - ემბოლო, ცუფი, კასამი, მეჰმედი (68. დერდიოკი) - დრმიჩი (78. შტეფენი)
სან მარინო (5-4-1): ა. სიმონჩინი - ჩეზარინი (78. ფ. ვიტაიოლი), დელა ვალე, დ. სიმონჩინი, პელაცი, ბერარდი - მ. ვიტაიოლი, ტოზი, გასპერონი (64. კოპინი), გოლინუჩი (83. ჰირში) - სტეფანელი
გაფრთხილება: - დელა ვალე, ტოზი
კუთხური: 11-0; ჯარიმა: 10-17; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 30-2 (14-2); ბურთის ფლობა: 70%-30%.

თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 9 9 0 0 28-3 27
2. შვეიცარია 9 6 0 3 23-8 18
3. სლოვენია 9 4 1 4 16-11 13
4. ესტონეთი 9 3 1 5 4-8 10
5. ლიტვა 9 3 1 5 7-15 10
6. სან მარინო 9 0 1 8 1-34 1

ბოლო ტური
ორშაბათი. 12 ოქტომბერი
ესტონეთი-შვეიცარია 22:45
ლიტვა-ინგლისი 22:45
სან მარინო-სლოვენია 22:45
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული