კლაუდიო რანიერი: ევრო 2016-მა გაამართლა

AutoSharing Option
"ლესტერის" იტალიელმა თავკაცმა კლაუდიო რანიერიმ "გაძეტა დელო სპორტთან" საუბარში ევროპის ჩემპიონატი შეაფასა და მთლიანობაში, ტურნირს მაღალი შეფასება მისცა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სიტყვა პირდაპირ მას გადავცეთ:

"ვფიქრობ, რომ გუნდების რაოდენობის გაზრდამ გაამართლა, რადგან პატარა გუნდებს გრანდებთან ტოლსწორად პაექრობის საშუალება მიეცათ.

მართალია, იყო მოსაწყენი თამაშებიც, მაგრამ ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. მთლიანობაში, ტურნირმა გაამართლა ჩემი იმედები.

იტალიის ნაკრები ფანტასტიკური იყო და ანტონიო კონტეს მადლობა უნდა ვუთხრათ. ჩვენ თამაშში იგრძნობოდა ხასიათი და სული, რაც ასე აკლია თანამედროვე ფეხბურთს. გერმანიამ სწორედ იტალიასთან თამაშში შეცვალა
ტაქტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ეშინოდათ ჩვენი.

კარგი იყო საფრანგეთი, გერმანია და რა თქმა უნდა, პორტუგალია, რომელმაც დამსახურებულად მოიგო ჩემპიონატი.

შესანიშნავად წარმოჩინდა უელსი, რომელიც ჩემპიონატის მთავარი აღმოჩენა იყო ისლანდიასთან ერთად. სასიამოვნო სანახავი იყო როგორ გულშემასტკივრობდნენ ისლანდიელები თავის გუნდს და ამ მხრივ, ჩრდილოეთ ირლანდიელებიც უნდა გამოვარჩიოთ. ტურნირის იმედგაცრუება ინგლისის ნაკრებია, რადგან ასეთი შემადგენლობით, ამ გუნდს, მინიმუმ ფინალში გასვლა შეეძლო.

ინგლისელებმა ვერ მიაგნეს იმ ფორმულას, რომლითაც დიდ საფეხბურთო ფორუმზე წარმატებას მიაღწევენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული