გარეთ ბეილი: ბოლო წამამდე ვიბრძოდით

AutoSharing Option
უელსის ნაკრების ფეხბურთელმა გარეთ ბეილმა პორტუგალიასთან (0:2) ევრო 2016-ის ნახევარფინალის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ევრო 2016. 1/2-ფინალი. პორტუგალია-უელსი: პორტუგალია მეტოქეს ელის [VIDEO]

"რთულია ახლა რამის ანალიზი, იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ საკუთარი თავით უნდა ვიამაყოთ. ბოლომდე დავიხარჯეთ და ვცდილობდით, ტურნირისგან სიამოვნება მიგვეღო. გვინდა მადლობა გადავუხადოთ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის, ეს არაჩვეულებრივი იყო.

თავისთავად, დამწუხრებულები ვართ. მათ პირველი გოლი გაიტანეს, მეორე გოლზე კი ცოტა გაუმართლათ. გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო ინტრიგის დასაბრუნებლად, ბოლო წამამდე ვიბრძოდით. სამწუხაროა, რომ ფინალში ვერ გავედით, მაგრამ დღეს მართლა ბოლომდე დავიხარჯეთ", -
თქვა ბეილმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნამდვილი რაინდია.პატრიოტი,თავდადებული.აი ვისგან უნდა აიღოს მაგალითი ახალგაზრდებმა
კაცი
11:06 07-07-2016
0

სიახლეები პოპულარული