ევრო 2016. ორივე ნახევარფინალური წყვილი ცნობილია

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ საფრანგეთში მიმდინარე 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალური ეტაპის ბოლო შეხვედრა გაიმართა და გაირკვა იმ ოთხი გუნდის ვინაობა, რომელიც გააგრძელებს ბრძოლას ტიტულისთვის.

ეს 4 გუნდია: პორტუგალიის, უელსის, გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებები. ნახევარფინალები 6-7 ივლისს გაიმართება.

პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში, 6 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე ერთმანეთს უელსისა და პორტუგალიის ნაკრებები შეხვდებიან, 7 ივლისს კი, ამავე დროს, ფინალისტის ვინაობას ერთმანეთში საფრანგეთის და გერმანიის ნაკრებები გაარკვევენ.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალი 10 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული