The Telegraph: ინგლისის ნაკრები 2017 წელს შესაძლოა რანიერიმ ან ვენგერმა ჩაიბაროს

AutoSharing Option
The Telegraph-ის ცნობით, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის სავარაუდო კანდიდატები 2017 წლისთვის არსენ ვენგერი, კლაუდიო რანიერი, ედი ჰაუ, გლენ ჰოდლი და ბრენდან როჯერსი იქნებიან.

უახლოეს მომავალში კი ნაკრებს, სავარაუდოდ, დროებით გარეთ საუთგეიტი გაწვრთნის, რომელიც ამჟამად ახალგაზრდული ნაკრების თავკაცია.

ინგლისის ფეხბურთის ფედერაცია ელოდება, სანამ სასურველ სპეციალისტებს კონტრაქტის ვადები ამოეწურებათ. გარდა ამისა, ფედერაციას სამწვრთნელო შტაბში სტივენ ჯერარდისა და რიო ფერდინანდის მოწვევაც სურს.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ის მერვედფინალიდან გავარდნის შემდეგ ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი როი ჰოჯსონმა დატოვა, რომელიც გუნდში 2012 წლიდან მუშაობდა.

ინგლისი
ისლანდიასთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული