ევრო 2016. 1/4-ფინალური ეტაპის ყველა წყვილი ცნობილია!

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალური ეტაპის ბოლო შეხვედრა გაიმართა და გაირკვა ყველა 1/4-ფინალისტის ვინაობა.

ცნობილია 1/4-ფინალური ეტაპის წყვილებიც და მატჩების ჩატარების დროებიც.

შეხვედრები ოთხი დღის მანძილზე გაიმართება და ოთხივე დღეს მატჩები თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. 30 ივნისს პოლონეთი და პორტუგალია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, 1-ელ ივლისს ერთმანეთში საუკეთესოს უელსი და ბელგია გაარკვევენ.

მესამე მატჩი 2 ივლისს გაიმართება და ნახევარფინალისთვის გერმანია და იტალია იბრძოლებენ, ხოლო ბოლო, მეოთხე შეხვედრა, 3 ივლისს მასპინძელ საფრანგეთსა და ისლანდიის ნაკრებებს შორის შედგება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული