ევრო 2016. 1/8-ფინალი. სენსაცია: ისლანდია 1/4-ფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
27 ივნისს საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე 1/8-ფინალური ეტაპის ბოლო შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ინგლისისა და ისლანდიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ინგლისელები შეხვედრის დასაწყისშივე დაწინაურდნენ, როცა უკვე მე-4 წუთზე ისლანდიელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომლის რეალიზებაც შემდგომ უენიმ რუნიმ მოახდინა. ამის შემდეგ ისლანდიელები გააქტიურდნენ და მეტოქეს ძალიან მალე ორი საპასუხო გოლი გაუტანეს - ჯერ 2 წუთში რაგნარ სიგურდსონმა გაიტანა, შემდეგ კი მე-19-ზე კოლბეინ სიგორსონმაც შეაგდო. ეს იყო და ეს - ინგლისელებმა თამაშის შემობრუნება ვეღარ შეძლეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ისლანდიამ სენსაციურად იმარჯვა და ტურნირის 1/4-ფინალში
ითამაშებს, სადაც მათი მეტოქე მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები იქნება.
მკითხველის კომენტარები / 12 /
აგერ ჰარი რენაპმაც თქვა, რომ საეჭვოა, რომ ფედერაციამ ჰოჯსონის ნაცვლად ნორმალური შემცვლელი იპოვოს, იმდენად ქედმაღლები და ახლომხედველები არიან მისი მართველები. შეიძლება გუნდი გარი ნევილს ჩააბარონო და ეს სრული კატასტროფა იქნებაო. ისე გაჟღერდა უკვე კლინსმანის, ბლანის კანდიდატურები. ფერგიუსონზეც თქვეს, მაგრამ როგორც შმეიხელმა თქვა არ დატანხმდება, ჯერ პენსიაზეა და მერე ადრე როცა იყო ამაზე საუბარი თვითონ ტქვაო, რომ ინგლისის ნაკრები რომ ჩამებარებინა, გლაზგოში ჩემი ახალგაზრდობის უბნის ბარში ერთ ჭიქა ვისკის ვეღარ დავლევდიო:)
ისე ერთი ნორმალური ინგლისელის კანდიდატურა არ არის. ეს პრემიერლიგის მართველების ბრალიცაა. გადააყოლეს ამ ტურნირს ნაკრებიც და ქვეყნის ღირსება, მხოლოდ იმაზე ფიქრობენ ფული საიდან მოიძიონ და ლიგის თამაშები კარგად შეფუთულები როგორ გაყიდონ ძვირად. ამის მაგალითია რომ გავარდნილმა ასტონ ვილამ ტავისი ტამაშების ტრანსლიაციიდან უფრო მეტი აიღო ვიდრე ბაიერნმა!
ynwa
13:51 28-06-2016
0
ეხლა ხომ დარწმუნდით ესპანეთთან საქართველოს შემთხვევით არ მოუგია მოჭამა ჭირი ტიკი ტაკამ
gaga
11:09 28-06-2016
0

სიახლეები პოპულარული