ევრო 2016. 1/8 ფინალი: აზარმა და კომპანიამ უნგრეთი შინ გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
26 ივნისს ევრო 2016-ის 1/8 ფინალურ მატჩში უნგრეთისა და ბელგიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ და მარკ ვილმოტსის გუნდმა 4:0 იმარჯვა.

მე-10 წუთზე კევინ დე ბრუინის პასით ტობი ალდერვეირელდმა გაიტანა.

მეორე ტაიმში ბელგიელთა უპირატესობა აშკარა გახდა - 78-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა მიში ბატშუაიმ ედენ აზარის პასით გაიტანა, ხოლო მე-80 წუთზე აზარმა დიდებული სოლორეიდი მოაწყო და ბელგიელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

91-ე წუთზე კიდევ ერთმა შეცვლაზე შესულმა გაიტანა - იანიკ ფერეირა-კარასკომ - 4:0.

მეოთხედფინალში ბელგიის ნაკრების მეტოქე იქნება უელსის ნაკრები

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული