ევრო 2016. 1/8 ფინალი: პორტუგალიამ ხორვატიას წვალებით მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
25 ივნისს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე სამი 1/4-ფინალისტის ვინაობა გაირკვა. პოლონეთისა და უელსის ნაკრებებთან ერთად, შემდეგ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრები ითამაშებს, რომელმაც 1/8-ფინალში ხორვატიის ეროვნულ გუნდს დამატებით მეორე ტაიმში გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მოუგო - 1:0.

ლანსში, "ფელიქს ბოლარზე" გამართული შეხვედრის პირველი ორი ტაიმი საკმაოდ უღიმღამო გამოდგა - მეტოქეები მეტისმეტად ზრუნავდნენ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე და 90 წუთი ისე მიილია, მაყურებელმა დასამახსოვრებელი ვერაფერი ნახა.

დიდად სანახაობრივი არც დამატებითი ტაიმები გამოდგა, გოლი კი 117-ე წუთზე, პორტუგალიელთა სწრაფ კონტრშეტევას მოჰყვა - ბურთი
კარში რიკარდო კუარეჟმამ გადაგზავნა. აღსანიშნავია, რომ მანამდე წუთით ადრე პორტუგალიელთა კარი ძელმა იხსნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

30 ივნისს მეოთხედფინალში ერთმანეთს პოლონეთისა და პორტუგალიის ნაკრებები შეხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხორვატია პორტუგალიის ბულკია და რაკიტიჩის ენის ტლიკინმაც ვერ უშველა. ბარსელონაში რომ შედეგი აქვს, მეც რომ მათამაშონ მეც რაღაცას ვიფაფხურებდი რადგანაც იქ მსოფლიო ფეხბურთის ელიტაა თავმოყრილი. რონალდუ ჩემი ფავორიტი არასოდეს ყოფილა მაგრამ ის იმსახურებს იმდენ პატივისცემას რომ რაკიტიჩისნაირებმა დიდი გულით არ ილაპარაკონ მასზე. მით უმეტეს ეს რონალდუს უკანასნელი შანსია სანაკრებო დონეზე რაღაცას მიაღწიოს და ისტორიაში შევიდეს როგორც ყველაზე წარმატებული პორტუგალიელი, არადა ეუსებიოს ვერ დაჩრდილავს "მანჩესტერში" და "რეალში" მოპოვებული მიღწევებით. პორტუგალია ფავორიტი არც ყოფილა მაგრამ თავისი ლამაზი თუ ულამაზო ფეხბურთით პოლონეთს ისე გაივლის როგორც "ნივა" ავტობანს.
.........
09:54 26-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული