ევრო 2016. 1/8-ფინალი. უელსის ნაკრები 1/4-ფინალში ითამაშებს [VIDEO]

AutoSharing Option
22 ივნისს საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე 1/8-ფინალური ეტაპის მეორე შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს უელსისა და ჩრდ.ირლანდიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

უელსის ნაკრებმა მძიმე ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით იმარჯვა - 1:0. შეხვედრაში გასული ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე გარეთ მაკკოლის ანგარიშზეა, რომელმაც გარეთ ბეილის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

უელსი პირველად მოხვდა ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალურ ეტაპზე, თავის მეტოქეს კი ხვალ გაიგებს. აქვე გეტყვით, რომ უელსის მეტოქე ხვალ ბელგიისა და უნგრეთის ნაკრებთა დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება. ბელგიის და უნგრეთის მატჩი ხვალ, 26 ივნისს,
თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული