მარსელში უკრაინელ და პოლონელ ფანებს შორის ჩხუბი მოხდა

AutoSharing Option
დღეს მარსელის პორტში უკრაინელ და პოლონელ ფანებს შორის შეტაკება მოხდა.

უკრაინა-პოლონეთის მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გულშემატკივრები მარსელის პორტში შეიკრიბნენ.

ფანებს შორის ჩხუბი სპონტანურად მოხდა. ჩხუბში 10-მდე პოლონელი და რამდენიმე უკრაინელი ქომაგი მონაწილეობდა. ჩხუბი რამდენიმე წამი გაგრძელდა, რის შემდეგაც სიტუაციაში პოლიცია ჩაერია.

ერთ-ერთი პოლონელი ფანი დააკავეს, ხოლო დანარჩენების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და პოლონეთს შორის ევრო 2016-ის მესამე ტურის მატჩი ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

- ევრო 2016. C ჯგუფი. III ტურის წინ: პარიზი და ჩრდილოირლანდიური ამინდი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული