ევრო 2016. C ჯგუფი. II ტური: ჩრდ.ირლანდიამ თავსხმა წვიმაში მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
16 ივნისს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე C ჯგუფის მეორე ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ჩრდ.ირლანდიის ნაკრები უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და ორბურთიანი სხვაობით მოუგო - 2:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ანგარიში თავსხმა წვიმაში მატჩის 49-ე წუთზე გაიხსნა - თავი ირლანდიელმა გარეთ მაკკოლიმ გამოიჩინა. რამდენიმე წუთში მსაჯმა თამაში სეტყვის გამო შეწყვიტა, თუმცა მალევე განაახლა. მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე კი ირლანდიელებმა მეორე გოლის გატანაც შეძლეს - საბოლოო ანგარიში ნიალ მაკგინიმ დააფიქსირა. ამრიგად, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა ჩრდ.ირლანდიელებმა ისტორიული
გამარჯვება მოიპოვეს.

C ჯგუფში 3 ქულა აქვს ჩრდ.ირლანდიის ნაკრებს და მესამე ადგილზეა, უკრაინა კი ორი ტურის შემდეგ უქულოდ ბოლო ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ჩრდ.ირლანდიის ნაკრები 21 ივნისს გერმანიის წინააღმდეგ გამართავს, უკრაინელები კი ამავე დღეს პოლონეთს დაუპირისპირდებიან.

დღესვე, ოდნავ მოგვიანებით, C ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართება. თბილისის დროით 23:00 საათზე გერმანიისა და პოლონეთის მატჩი დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული