დარიო სრნამ ხორვატიის ნაკრები დატოვა

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა დარიო სრნამ ეროვნული გუნდის შემადგენლობა დატოვა. ამის მიზეზი დარიოს მამის გარდაცვალება გახდა.

ხორვატიის ნაკრების მცველი მამის დაკრძალვაზე გაემგზავრა. სრნას ნაკრებში დაბრუნების თარიღი უცნობია.

ხორვატიის ფეხბურთის კავშირმა "ინსტაგრამზე" ფოტო ატვირთა, რომელსაც დააწერა: "კაპიტანო, შენთან და შენს ოჯახთან ერთად ვართ".

Dragi kapetane, svi smo uz tebe i tvoju obitelj.

A photo posted by Hrvatski nogometni savez (@hns_cff) on Jun 12, 2016 at 1:11pm PDT


შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს ხორვატიამ თურქეთს მინიმალური ანგარიშით სძლია. 17 ივნისს კი ხორვატები ჩეხეთთან ითამაშებენ.

-
ევრო 2016. D ჯგუფი. თურქეთი-ხორვატია: როცა სხვაობა მეტი უნდა ყოფილიყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული