ევრო 2016. C ჯგუფი. I ტური: პოლონეთმა ჩრდილოეთ ირლანდიას მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
12 ივნისს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე C ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც პოლონეთის ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით მოუგო - 1:0.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩში ანგარიში 51-ე წუთზე არკადიუს მილიკმა გახსნა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს შეხვედრაში ერთადერთი გასული გოლი იყო.

ამრიგად, C ჯგუფში პოლონეთს 3 ქულა აქვს და ჯგუფს სათავეში უდგას, ირლანდიელები კი უქულოდ არიან. მომდევნო შეხვედრას პოლონეთის ნაკრები 16 ივნისს გერმანიის წინააღმდეგ გამართავს, ჩრდილოეთ ირლანდია კი ამავე დღეს უკრაინას შეხვდება.

დღესვე C ჯგუფის პირველი ტურის
მეორე შეხვედრა გაიმართება. თბილისის დროით 23:00 სთ-ზე გერმანიისა და უკრაინის მატჩი დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული