ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« ივლისი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456

არსენალის ტურნირი

"არსენალის" ტურნირის გამარჯვებული და თასის მფლობელი "ავერსის" გუნდი გახდა [PHOTO]


ჟურნალ "არსენალის" ინციატივით დაწყებული ფეინთბოლის ტურნირი დასრულდა, რომელშიც საქართველოს ბაზარზე არსებული კომერციული კომპანიებისა და სახელმწიფო სამსახურების გუნდები ერთმანეთს "არსენალის თასისთვის" ეჯიბრებოდნენ.

ტურნირმა სტარტი პირველ ივლისს აიღო, ნახევარფინალური და ფინალური თამაშები კი 8, 9 და 10 ივლისს გაიმართა.

ნახევარფინალურ თამაშებში სამი გუნდი მონაწილეობდა: "ტოიოტა ცენტრი თეგეტა", "ქებული", და "ავერსი", რომელთა შორის 2 ფინალისტი გამოვლინდა.

ნახევარფინალის პირველი თამაში "ტოიოტა ცენტრ თეგეტასა" და "ქებულს" შორის გაიმართა, თამაშში "ტოიოტა ცენტრმა" გაიმარჯვა.

ნახევარფინალის მეორე თამაშში ერთმანეთს "ავერსისა" და "ქებულის" გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაში 1.5 საათს გაგრძელდა რომლის შედეგადაც გამარჯვება "ქებულის" გუნდმა მოიპოვა.

9 ივლისს გაიმართა ნახევარფინალური თამაში "ტოიოტა ცენტრ თეგეტასა" და "ავერსს" შორის. "ავერსის" გუნდმა აღნიშნული თამაშის მოგება 2:0 მოახერხა და "ქებულის" გუნდთან ერთად ფინალში გადავიდა.

ფინალური თამაში 10 ივლისს დაინიშნა, სადაც ერთმანეთს "ავერსისა" და "ქებულის" გუნდები დაუპირისპირდნენ. 45 წუთიანი დაძაბული პირველი რაუნდის გამარჯვებული "ავერსის" გუნდი გახდა. მეორე რაუნდში მსაჯებმა პასიური თამაშის გამო დროის ლიმიტი დააწესეს. ამის შემდეგ "ქებულის" გუნდი უფრო შემტევი გახდა, თუმცა მათი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებული "ავერსის" გუნდი გახდა. გამარჯვებულებს გადაეცათ სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" თასი, ასევე საჩუქრები "ფრეგოსა" და "სილქნეტისგან"..

იხილეთ ფოტოგალერეა




"ფეინთბოლ ჯეორჯიამ" კი "ქებულის" გუნდი ფეინთბოლის სათამაშო აბონემენტით დაასაჩუქრა.

"არსენალის" ტურნირის გენერალური სპონსორი იყო იზოტონური და ვიტამინიზებული სასმელების მწარმოებელი კომპანია "ოში". ტურნირის პარტნიორი კი Paintball Georgia

- ჟურნალ "არსენალის" ინიციატივით ფეინთბოლის ტურნირი გაიმართება

მასალის გამოყენების პირობები

ტეგები: არსენალის ფეინთბოლის ტურნირი

 

 

Image
10:50 07-07-2017 
პირველი ეტაპი 1-ელ ივლისს გაიმართა. ტურნირის ნახევარფინალი 8 ივლისს ჩატარდება, ხოლო ფინალი 9 ივლისს შედგება
Image
14:35 03-07-2017 
2 ივლისს ჟურნალ "არსენალის" ინციატივით დაწყებული ფეინთბოლის ტურნირის მეორე ეტაპის თამაშები გაიმართა
Image
15:40 02-07-2017 
1-ელ ივლისს სტარტი აიღო ჟურნალ "არსენალის" ინციატივით დაწყებულმა ფეინთბოლის ტურნირმა, სადაც გუნდებს შორის გამარჯვებულს "არსენალის" თასი გადაეცემა
Image
12:54 28-06-2017 
ცნობილი გახდა ტურნირის თამაშების განრიგი
Image
12:12 27-06-2017 
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, "არსენალის" ინიციატივით, 1, 2 და 8-9 ივლისს ფეინთბოლის გრანდიოზული ტურნირი გაიმართება